The Athletic პრემიერ ლიგის სეზონის შედეგებს აჯამებს.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში დასახელდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მანჩესტერ სიტის წარმომადგენელმა, ნიკო ო'რაილიმ მოიპოვა.
სპეციალისტების აზრით, სეზონის ყველაზე წარმატებული ტრანსფერი სენე ლამენსი გახდა (მანჩესტერ იუნაიტედი). წლის საუკეთესო მწვრთნელად კი სანდერლენდის დამრიგებელი, რეჟის ლე ბრი დასახელდა.
გარდა ამისა, ავტორიტეტულმა გამოცემამ პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა:
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);
დაცვა: ნიკო ო'რაილი (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ მაგალიაესი (არსენალი), ვილიამ სალიბა (არსენალი), იურიენ ტიმბერი (არსენალი);
ნახევარდაცვა: დეკლან რაისი (არსენალი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი);
თავდასხმა: იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი).