ლივერპული იან დიომანდეს ტრანსფერითაა დაინტერესებული.
19 წლის თავდამსხმელი მერსისაიდელების მთავარი საზაფხულო სამიზნე გახდა, იტყობინება The Athletic. ის ასევე პსჟ-ს ინტერესის სფეროშია, თუმცა პარიზელებს ჯერ ვინმეს გაშვება მოუწევთ იმისთვის, რომ ამ ტრანსფერზე ფიქრი შეძლონ.
ამასთან, ლაიფციგს ივუარელის გაყიდვა არ სურს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შესაძლოა მის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
გერმანული კლუბი ფორვარდის გაშვებაზე შესაძლოა იმ შემთხვევაში დათანხმდეს, თუ 100 მილიონ ევროზე მეტ შემოთავაზებას მიიღებს.
ამ სეზონში დიომანდემ ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ლაიფციგის მეორე ბომბარდირი გახდა.
19 წლის შემტევი ვინგერის პოზიციაზე თამაშობს და ლივერპული მას მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად ტოვებს.