ენცო ფერნანდესი ენცო მარესკას სიტიში სჭირდება.
არგენტინელი ნახევარმცველი შესაძლოა ინგლისის ვიცე-ჩემპიონებს შეუერთდეს.
ინსაიდერ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ჩელსის ნახევარმცველის შეძენით არის დაინტერესებული. ეს თავად ენცო მარესკას სურს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ქალაქელებს ჩაუდგება სათავეში. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ჩელსიში მუშაობის პერიოდიდან ძალიან კარგი ურთიერთობაა.
აღინიშნება, რომ კლუბებსა და ფეხბურთელის წარმომადგენელს შორის პირველი კონტაქტები უკვე შედგა.
ამ სეზონში ფერნანდესმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა მარესკას გაშვება და მისი ლიამ როსენიორით ჩანაცვლება ღიად, ჯერ კიდევ ინგლისელის მწვრთნელობის დროსვე გააკრიტიკა.