ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა, ალი კოჩმა, გუნდიდან ჟოზე მოურინიოს გაშვებაზე ისაუბრა.
29 აგვისტოს თურქულმა კლუბმა პორტუგალიელი გუნდიდან მას შემდეგ დაითხოვა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ფენერი ორი მატჩის ჯამში ბენფიკასთან დამარცხდა.
„მოურინიოს წინა სეზონის ბოლოდან უფრო დომინანტური სტილის დანერგვაზე ველაპარაკებოდი. 99 გოლი უნდა გაგვქონდეს და 99 ქულას უნდა ვაგროვებდეთ.
ბენფიკასგან გავარდნა საგანგაშო არ არის, მაგრამ ჩვენსავით გამოვარდნა - მიუღებელია
ბენფიკასგან გავარდნა საგანგაშო არ არის, მაგრამ ჩვენსავით გამოვარდნა - მიუღებელია. ამან მაფიქრებინა, რომ ისევე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც შარშან, ამიტომ ერთმანეთს დავშორდით." - აღნიშნა კოჩმა.
მოურინიო სტამბოლურ კლუბს 2024 წლის ივნისიდან ედგა სათავეში.