თურქული Sabah-ის ინფორმაციით, ფენერბაჰჩე ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებებს მართავს და არის შანსი, ფრანგმა სტამბოლური გრანდის მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლოს.
გამოცემის თანახმად, ლუჩიანო სპალეტისგან მიღებული უარის შემდეგ, ფენერის ხელმძღვანელობა ზიდანის კანდიდატურაზე გადაერთო და მისგან, მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე, წინასწარი თანხმობაც მიიღო.
შესაბამისად, მხარეებს შორის ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა პირველი ეტაპია, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რამდენად რეალური შეიძლება იყოს 53 წლის ფრანგი ვარსკვლავის ფენერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა.
ზიდანს 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პაუზა აქვს აღებული და, პრესაში გავრცელებული ცნობებით, შეთავაზებას საფრანგეთის ნაკრებისგან ელოდება.
ფენერბაჰჩემ მოურინიო 29 აგვისტოს გაათავისუფლა - როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ალი კოჯმა, განაცხადა, ამის მიზეზი ის სტილია, რომლითაც გუნდი პორტუგალიელის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
ბოლო დღეებში თურქულ და ევროპულ პრესაში დაიწერა, რომ ლუჩიანო სპალეტიმ სტამბოლელებს უარი უთხრა, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასვენება სურს. თურქების სპორტული დირექტორი, დევინ იოზექი, ანგე პოსტეჩოღლუსა და დომენიკო ტედესკოსაც დაეკონტაქტა