პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
„მე შევხვდი საოცარ ფეხბურთელს, განსაკუთრებული ხასიათის მქონე ადამიანს. ასეთ ადამიანს იშვიათად შეხვდები, თანაც ასეთი დონის ფეხბურთელს.
ადამიანური, თბილი, ხელმისაწვდომი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ მადრიდში წავიდა, განსაკუთრებით ჩვენთვის იმ დროს, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია.
ვუსურვებ, ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდეს. მის მიმართ საყვედური არაფერი მაქვს. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანი იყო, ასევე მისი ძმა და მისი მშობლებიც.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მბაპემ პსჟ 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა.