ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ასტონ ვილა vs ევერტონი: სამმატჩიანი ფინალი ლიგის თასზე
ფეხბურთიფეხბურთი

ასტონ ვილა vs ევერტონი: სამმატჩიანი ფინალი ლიგის თასზე

27 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გსმენიათ რაიმე 1977 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალზე? როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა ბირმინგემის „ასტონ ვილასა“ და ლივერპულის „ევერტონს“ შორის, არც მეტი არც ნაკლები, სამჯერ შედგა, სამ სხვადასხვა სტადიონზე და სამივე ყაიმით დასრულდა.


სამმატჩიანი ფინალი ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში დღემდე ერთადერთი შემთხვევაა. საინტერესო და უჩვეულო ისიცაა, რომ შეხვედრა მეოთხე გადათამაშების დანიშვნასთანაც ახლოს იყო, რაც დაპირისპირებას სრულ უნიკალურობას შესძენდა.


1976-77 წლების სეზონის მიმდინარეობისას „ევერტონის“ სათამაშო ფორმა ნელ-ნელა დაქვეითდა და ზედიზედ განცდილი მარცხების კვალად „ლურჯების“ მატჩებზე მაყურებელთა დასწრებამაც მკვეთრად იკლო. კლუბმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მწვრთნელ ბილი ბინგემის სამსახურზე და 1977 წლის 8 იანვარს იგი თანამდებობიდან მოხსნა. 


იანვრის მიწურულს გუნდი ინგლისის პირველობის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფებოდა, ბოლო 10 მატჩიდან კი ერთი მოგებისა და ორი ფრის გარდა ყველა წაგებული ჰქონდა.


ლივერპულელებმა ტრადიცია უარყვეს და მენეჯერად გუნდის ექს-ფეხბურთელი აღარ დანიშნეს. ყველა ელოდა, რომ „ლურჯებს“ იმხანად იპსვიჩში მყოფი ბობი რობსონი ჩაიბარებდა, თუმცა ბილი ბინგემი „ნიუკასლ იუნაიტედში“ მომუშავე გორდონ ლიმ შეცვალა.


ლი გუნდში ოფიციალურად 1-ელ თებერვალს დაინიშნა და საწყისი ორი მარცხის შემდეგ გუნდის თამაში გამოაცოცხლა: „ევერტონმა“ ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩი მოიგო, 8 ფრე ითამაშა და ორჯერღა დამარცხდა.


პარალელურად სიტუაცია კარგად მიდიოდა ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის თასს „ლურჯები“ ნახევარფინალში, უძლიერეს თანაქალაქელ მეტოქე „ლივერპულთან“ გამოეთხოვნენ, ლიგის თასზე ფინალში გააღწიეს.


1976 წლის თითომატჩიან შეხვედრებში „ევერტონმა“ ერთმანეთის მიყოლებით „კემბრიჯ იუნაიტედს“, „სტოკპორტ კაუნტის“, „კოვენტრი სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სძლია, იანვარ-თებერვალში კი ორმატჩიან ნახევარფინალში ქვედა დივიზიონში მოთამაშე „ბოლტონ უონდერერზი“ გამოთიშა თასისთვის ბრძოლას (1:1, 1:0).


ამ დროს რა ხდებოდა ბირმინგემელთა ბანაკში? „ასტონ ვილას“ 1974 წლიდან რონ სონდერსი ედგა სათავეში. 1976-77 წლების სეზონში გუნდი არასტაბილურად ასპარეზობდა, თუმცა „ლომებმა“ ინგლისის ჩემპიონატში საბოლოოდ მე-4 პოზიცია დაიკავეს.


პარალელურად სათასო ბატალიებში „ვილა“ ასოციაციის თასს მარტში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხით (1:2) დაემშვიდობა, ლიგის თასზე კი „მანჩესტერ სიტის“, „ნორვიჩ სიტის“, „რექსჰემისა“ და „მილუოლის“ წინააღმდეგობების გავლის შემდეგ, ნახევარფინალში „კვინზ პარკ რეინჯერსს“ შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბთან ბირმინგემელებმა ასევე სამი შეხვედრა გამართეს: ჯერ ორმატჩიანი დაპირისპირებები გასრულდა ყაიმებით (0:0 და 2:2), „ჰაიბერიზე“ გამართული გადათამაშება კი სონდერსის კრებულმა 3:0 მოიგო და ფინალში გავიდა.


12 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალს ტრადიციულად, ლონდონის „უემბლიმ“ უმასპინძლა, თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილმა 100 ათასმა გულშემატკივარმა შეხვედრაში გოლი ვერ იხილა და ოთხ დღეში გასამართი ახალი ფინალური მატჩი ჩაინიშნა. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო: საფეხბურთო ლიგა ვარაუდობდა, რომ შედეგი ძირითად დროში გაირკვეოდა...


გადათამაშება ქალაქ შეფილდის „ჰილსბოროზე“ შედგა და ფრედ, 1:1 დასრულდა: „ასტონ ვილა“ ლივერპულელი როჯერ კენიონის ავტოგოლით 79-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა „ლურჯებმა“ ძალები გამონახეს და საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე ბობ ლაჩფორდის გოლით გააყაიმეს.


თასის მფლობელი კვლავ ვერ გაირკვა და მესამე საფინალო შეხვედრა გახდა საჭირო, რომელიც 13 აპრილს, მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდზე“, 55 ათასამდე მაყურებლის თვალწინ გაიმართა.


„ოცნებათა თეატრში“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს „ევერტონის“ ფორვარდმა ლაჩფორდმა გახსნა, რასაც ბირმინგემელებმა ჩრდილო ირლანდიელი კაპიტნის, ქრის ნიკოლის გოლით მე-80 წუთზე უპასუხეს, უფრო მეტიც - ერთ წუთში „ვილა“ ბრაიან ლიტლის გოლით წინ გავიდა, თუმცა „ლომების“ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა - თავი ამჯერად ლივერპულელთა კაპიტანმა მიკ ლაიონსმა გამოიჩინა და ძირითადი დროც 2:2 დასრულდა.


აქ კი იკადრეს ტურნირის ორგანიზატორებმა თუ ინგლისური ფეხბურთის მამებმა და მესამე ყაიმზე დამატებითი დრო დანიშნეს, რამაც 1977 წლის ინგლისის ლიგის თასის მფლობელი როგორც იქნა გაარკვია: ოვერტაიმის უკანასკნელ წუთზე „ევერტონის“ დაცვა ჩავარდა, კვლავ ბრაიან ლიტლმა გაიტანა (თასზე მე-10) და ფავორიტ „ასტონ ვილას“ გაამარჯვებინა.



ასეთია უცნაური და უნიკალური ფინალის ისტორია, რომელსაც გამარჯვებულის გამოსავლენად 330 წუთი დასჭირდა, სამმატჩიანი დაპირისპირება კი ჯამში 205 ათასმა ადამიანმა იხილა ცოცხლად.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ინგლისი
ასტონ ვილა
ევერტონი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: მე-3 მარცხი ამ სეზონში - სიტიმ ვილა პარკზე წააგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მე-3 მარცხი ამ სეზონში - სიტიმ ვილა პარკზე წააგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში არსენალიდან - საკას ახალი მიღწევა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში არსენალიდან - საკას ახალი მიღწევა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 ოქტ, 2025

VIDEO: მე-3 მარცხი ამ სეზონში - სიტიმ ვილა პარკზე წააგო

News image

10 ოქტ, 2025

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში არსენალიდან - საკას ახალი მიღწევა

News image

18 ოქტ, 2025

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო

News image

18 ოქტ, 2025

ფაბიო ბორინი დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის გუნდში გადავიდა