ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველის, დიტმარ ჰამანის აზრით, გუნდში იურგენ კლოპის დაბრუნება ისტორიული მოვლენა გახდებოდა.
„კლუბმა უდიდესი ფული დახარჯა ფეხბურთელებში, რომელთაგან ვერცერთმა ვერ შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილი. დიოგუ ჟოტას დაღუპვის შემდეგ გუნდში ჩანერგვა ადვილი არ იქნებოდა, რადგან ბიჭებმა ახლახანს დაკარგეს უახლოესი მეგობარი და თანაგუნდელი. თუმცა, ისმის კითხვა, რამდენი ხანი შეიძლება ამისი არგუმენტად გამოყენება?
ბევრი უკვე კლოპის დაბრუნებას ელოდება მოუთმენლად. თუ გულშემატკივრებს კითხავთ, ალბათ ბევრი გიპასუხებს - დაუჯერებელი იქნებოდაო.
რა ალბათობაა მისი დაბრუნების? წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, ეს ათწლეულის ისტორია იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი უკვე ეძებს მწვრთნელის თანამდებობის ალტერნატიულ ვარიანტებს. მგონია, რომ კლოპსაც უკვე ელაპარაკნენ." - აღნიშნა ჰამანმა.
კლოპმა ლივერპული 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.