მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგში 1/2 ფინალური დაპირისპირებები გაიმართა.
პირველ მატჩში ბელარუსმა არინა საბალენკამ ესპანელი პაულა ბადოსა 2 სეტში (6-4, 6-2) დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი ამერიკელმა მედისონ კიზმა პოლონელ იგა შვიონტეკს სძლია 3 სეტში (5-7, 6-1, 7-6).
საბალენკამ ფინალის გზაზე ბადოსასთან ერთად სტიფენსი, ბოუზას მანეირო, ტაუსონი, ადრეევა და პავლიუჩენკოვა დაამარცხა.
კიზმა კი შვიონტეკთან ერთად ლის, რუსეს, კოლინსის, რიბაკინასა და სვიტოლინას ბარიერები გაიარა.
ფინალური დაპირისპირება 25 იანვარს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არინა საბალენკაა, რომელიც შაბათს შეეცდება ტიტული დაიცვას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები