ბაიერნის ახალგაზრდა შემტევმა, ლენარტ კარლმა ლეო მესისთან შედარებებზე ისაუბრა.
17 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მე-11 ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა ფრაიბურგთან (6:2), მის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 2 საგოლე პასია ჩემპიონატის 9 მატჩში.
„რა თქმა უნდა, ხალხმა შეიძლება მესის შემადაროს, ამაზე საკმაოდ ბევრი ლაპარაკობს.
რეალურად, არამგონია ჩემი მესისთან შედარება შესაძლებელი იყოს. ლეო უმაღლეს მწვერვალზეა, მე კი ხანგრძლივი გზის გავლა მომიწევს. მესი ჩემი მისაბაძი მაგალითია.
შემიძლია თუ არა მის დონემდე ასვლა? ბუნებრივია, თუ ასე გავაგრძელებ, შემიძლია. თუმცა, ჯერჯერობით მესისთან შედარება არ შეიძლება, ის სულ სხვა დონეა." - აღნიშნა კარლმა.