მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კვირა დილით გამართულ ოქროს სამკერდე ნიშნის გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც კლუბის ყველაზე ერთგული წევრების დაჯილდოებას ეძღვნება, საკმაოდ ემოციური სიტყვა წარმოთქვა.
თავის მიმართვაში პერესმა ხაზი გაუსვა მადრიდული გუნდის დაუმარცხებელ ხასიათს:
აქ არავინ ნებდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტიტულისთვის, წლიდან წლამდე.
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ასევე დაამატა:
ჩვენ უნდა ვიამაყოთ რეალით.. კლუბით, რომელიც აგრძელებს ყველა ძირითადი საერთაშორისო რეიტინგის სათავეში ყოფნას და ყველაზე დიდი რეპუტაციით სარგებლობს.
მან განსაკუთრებული ყურადღება კლუბის შიდა ერთობასა და ბოლო წლების მიღწევებს დაუთმო:
ჩვენ შევქმენით ერთი დიდი ოჯახი, რეალის ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ბოლო 15 სეზონის განმავლობაში 58 ტიტული მოვიგეთ.
პერესმა ასევე ისაუბრა სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციაზე და აღნიშნა, რომ კლუბი ასრულებს უდიდეს ტრანსფორმაციას, რაც სტადიონს კიდევ უფრო კომფორტულს, უსაფრთხოს და ნებისმიერი ამინდისგან დაცულს გახდის ყველა მატჩისა თუ ღონისძიებისთვის.
ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეალი ლა ლიგაში ლიდერ ბარსელონას ცხრა ქულით ჩამორჩება. ამასთანავე, გუნდი ემზადება ოთხშაბათს გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მიუნხენში, სადაც პირველ შეხვედრაში ბაიერნთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ რევანშის აღებას შეეცდება.