ჰარი კეინი ინგლისში საბოლოო დაბრუნებისთვის ემზადება.
ბაიერნის ფორვარდი სურეის პრესტიჟულ უბანში 20 მილიონი ფუნტის ღირებულების მამულს აშენებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ბაკინგემის სასახლის ასლია. პროექტი, რომელსაც ორი წელი დასჭირდა, ჩელსის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს მდებარეობს.
ნსახლი კლასიკური ექსტერიერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი 20 000-ფუნტიანი მბრუნავი პლატფორმაა მიწისქვეშა გარაჟში, რომელიც ხუთ ავტომობილზეა გათვლილი.
სარდაფის სართული მთლიანად დასვენებას ეთმობა: აქ განთავსებულია კერძო კინოთეატრი, აუზი, ბარი, სპა-ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. სახლში კეინისა და მისი ოთხი შვილისთვის ოთხი მთავარი საძინებელია, დამატებითი ოთახები კი მომსახურე პერსონალისთვისაა მოწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ კეინი ამჟამად გერმანიაში თამაშობს, ეს მშენებლობა მისი გრძელვადიანი გეგმების ნათელი დასტურია. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი ოჯახთან ერთად აქ მუდმივად საზღვარგარეთული კარიერის დასრულებისთანავე დასახლდება.