ბრუნო ფერნანდეშმა ჰარი კეინის ბაიერნში ტრანსფერსა და ტიტულების მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თუ ის [ტოტენჰემში] კიდევ ერთი ან ორი სეზონით დარჩებოდა, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. ანუ, იქნებოდა ლეგენდა თუ არა? რა თქმა უნდა, იქნებოდა.
მან ბაიერნში გადასვლა გადაწყვიტა და ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან იცის, რომ ტიტულების მოგების დიდი შანსი აქვს.
ახლა კი ვსაუბრობთ ჰარი კეინზე, რომელიც იმდენივე გოლს იტანს, რამდენსაც ტოტენჰემში იტანდა, მაგრამ ახლა შეიძლება ოქროს ბურთიც მოიგოს, რადგან ტიტულებს მოიგებს.“ - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.