ლა ლიგის 34-ე ტურში ბარსელონა კატალონიურ დერბიში დამარცხდა.
შეხვედრა მუნიციპალ დე მონტილივიზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ბარსა მე-3 წუთზე კრისტენსენის გოლით დაწინაურდა, თუმცა დოვბიკმა ანგარიშის გათანაბრება ზუსტად ერთ წუთში მოახერხა. მიუხედავად ამისა, ტაიმი ბარსელონამ მაინც მოიგო - დანიშნული პენალტი რობერტ ლევანდოვსკიმ ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში კი თამაში თავდაყირა დადგა - 65-ე წუთზე მოდანზე შეცვლაზე პორტუ შემოვიდა, იმავე წუთს გოლი გაიტანა, ორ წუთში საგოლე პასი მიითვალა, 74-ზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ჟირონამ 74 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე ბარსელონა ჩაანაცვლა, ჩემპიონთა ლიგის საგზური მომდევნო სეზონისთვის ოფიციალურად გაინაღდა და მადრიდის რეალი ნაადრევად გააჩემპიონა.