კატალონიის ბარსელონა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლევერკუზენიდან გერმანელი მცველი ჯონატან ტა დაიმატოს.
ამის შესახები ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება.
გერმანელს სეზონის ბოლოს ბაიერთან კონტრაქტი ეწურება და მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი.
ჰანსი ფლიკს მისი საკუთარ გუნდში ხილვა სურს და საქმეს ის ამარტივებს, რომ ფლიკსაც და ტასაც ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ - პინი ზაჰავი.
როგორც ირკვევა, ახლახანს შედგა ბარსას სპორტული დირექტორის და ტას წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც პოტენციური ტრანსფერი იქნა განხილული.