ბარსელონას მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას აპირებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელბოა ერთხმად თანხმდებიან ამ გადაწყვეტილებაზე.
"სამ თვეში დავბრუნდები", - ბარსელონასა და ტერ შტეგენს შორის ომი გრძელდება
მიზეზად სახელდება გერმანელი გოლკიპერის დამოკიდებულება, ხშირი ტრავმიანობა და ზოგადად მისი მდგომარეობა გუნდში.
კლუბის აზრით, ტერ შტეგენი ამ ეტაპზე არ არის იმ პოზიციაში, რომ გუნდის კაპიტნის როლს ასრულებდეს.
2024/25 სეზონში ბარსელონას პირველი კაპიტანი სწორედ ტერ შტეგენი იყო, მეორე რონალდ არაუხო, მესამე ფრენკი დე იონგი და მეოთხე - რაფინია.