ანსუ ფატის კარიერა ბარსელონაში ოფიციალურად დასრულდა.
მონაკომ გადაწყვიტა გაააქტიუროს იჯარაში ჩადებული გამოსასყიდი პუნქტი და ესპანელი შემტევი 11 მილიონ ევროდ მუდმივად შეინარჩუნოს. ეს ტრანსფერი კატალონიურ გრანდს უდიდეს ფინანსურ შეღავათს მისცემს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ.
ფატი, რომელიც ერთ დროს კლუბის მთავარ იმედად და ლეო მესის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, ლა მასიას აღზრდილია, თუმცა მძიმე ტრავმების სერიამ მას ბარსელონაში ფეხის მოკიდების საშუალება არ მისცა. მიღებული 11 მილიონის გარდა, ბარსელონა ფატის ხელფასისგანაც გათავისუფლდება - ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლამდე ჰქონდა, რაც კატალონიელებს წლიურად 8.6 მილიონი ევრო უჯდებოდათ. ამ ტრანსფერით გუნდი მომდევნო ორ სეზონში ჯამში 17.2 მილიონ ევროს დაზოგავს.
ეს ფინანსური მანევრი ბარსელონას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად მიუახლოვდეს ლა ლიგის ფინანსური ფეირ-პლეის 1:1 წესს. ეს ნიშნავს, რომ კლუბს გაყიდვებიდან და ხელფასების შემცირებიდან მიღებული ყოველი თეთრის სრულად რეინვესტირება შეეძლება ახალ ფეხბურთელებში. ენტონი გორდონის 80-მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ, ფატის წასვლა გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.