• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„აქ მოსატყუებლად არ მოვსულვარ!“ - რამოსი სევილიას ჩაშლილ გარიგებაზე
ფეხბურთიფეხბურთი

„აქ მოსატყუებლად არ მოვსულვარ!“ - რამოსი სევილიას ჩაშლილ გარიგებაზე

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, სერხიო რამოსმა, პრესკონფერენციაზე მწვავედ უპასუხა ბრალდებებს და საკუთარი ბიზნეს-რეპუტაცია დაიცვა მას შემდეგ, რაც სევილიას ყიდვის მიზნით მის მიერ შექმნილი კონსორციუმის 444-მილიონიანი გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.


40 წლის ყოფილმა მცველმა კატეგორიულად უარყო თაღლითობისა და მოტყუების მცდელობა, რაც მას ფინანსური წინადადების ბოლო მომენტში შეცვლის გამო წაუყენეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, რამოსისა და მექსიკელი ინვესტორების ჯგუფს ანდალუსიური კლუბის აქციების 85%-ის ყიდვა სურდა. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ინვესტორებმა ბოლო შეხვედრაზე პირობები შეცვალეს, კლუბის ამჟამინდელმა აქციონერებმა კი ახალი სტრუქტურა არათანმიმდევრულად მიიჩნიეს და 31 მაისის ექსკლუზიური ვადის ამოწურვამდე პროცესი გაყინეს.

რამოსმა პრესასთან დეტალურად განმარტა, თუ რატომ შეიცვალა წინადადება და აღნიშნა, რომ ყველაფერი ლა ლიგის ფინანსური წესების დაცვით გააკეთეს:

მინდა მკაფიოდ ვთქვა: ჩვენ აქ არავის მოსატყუებლად ან დასაყაჩაღებლად არ მოვსულვართ! რეალობას ამახინჯებენ. ფული მთლიანად Banco Santander-იდან და კიდევ ერთი საერთაშორისო ბანკიდან იყო გარანტირებული. თავიდან თითო აქციაში 3175 ევროს ვიხდიდით, თუმცა წინადადება იმიტომ შევცვალეთ, რომ კლუბის გადასარჩენად კაპიტალის 80 მილიონით გაზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა - ლა ლიგის გაიდლაინებით 120 მილიონია საჭირო.

ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ აქციების საფასურის გადახდა ორ ნაწილად დავყავით. ოთხშაბათის შემდეგ პასუხი არ მიგვიღია. პირველად ვზივარ აქ როგორც ბიზნესმენი და არა ფეხბურთელი. მე მათ კვლავ ვუსმენ, რადგან დრო იწურება - კაპიტალის გაზრდა 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს, თორემ სევილიას ფინანსური მდგომარეობა კატასტროფულია


მიუხედავად აქციონერების მხრიდან წამოსული კრიტიკისა, მექსიკურ-ესპანური კონსორციუმი იმედს არ კარგავს, რომ გარიგება მაინც შედგება და სევილია ფინანსურ ფეირ-პლეისთან დაკავშირებულ კრიზისს თავს დააღწევს. თავად სერხიო რამოსი, მექსიკური მონტერეიდან წამოსვლის შემდეგ, ამჟამად თავისუფალი აგენტია და პარალელურად საკუთარ მომავალსაც წყვეტს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლა ლიგა
სერხიო რამოსი
რამოსი
სევილია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩუამენი ვალვერდესთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩუამენი ვალვერდესთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გულიაშვილის რასინგ სანტანდერი ლა ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გულიაშვილის რასინგ სანტანდერი ლა ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონაში მესის მემკვიდრემ არ გაამართლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონაში მესის მემკვიდრემ არ გაამართლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

31 მაი, 2026

ჩუამენი ვალვერდესთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს

News image

01 ივნ, 2026

VIDEO: გულიაშვილის რასინგ სანტანდერი ლა ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა

News image

17 სთ წინ

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს

News image

8 სთ წინ

ბარსელონაში მესის მემკვიდრემ არ გაამართლა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება