სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია.
კორეის ქალაქ ინჩეონში დღეს მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ნომერმა 4 შეხვედრა მოიგო და მედალიც დაიმსახურა.
გრან პრის 1/32 ფინალში ქართველმა სპორტსმენმა იაპონელ იუტო რიკიტაკეს 15-9 აჯობა და დამაჯერებელი სტარტი აიღო. 1/16 ფინალში ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, თურქი ფურკან იამანი 15-6 დაამარცხა.
1/8 ფინალში სანდრო ბაზაძემ ფრანგ მარკო მასტრულოს 15-6 მოუგო, 1/4 ფინალში კი ასევე ფრანგი რემი გარიგი ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში 15-14 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველი ნახევარფინალში ფრანგ მაქსიმ პიანფეტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდროსთვის, 2026 წელს, ეს პირველი მედალია.
წინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (15 - 17 მაისი), კაიროს მსოფლიოს თასი (22 - 23 მაისი) და საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატია (16 - 21 ივნისი), სადაც სანდრო ბაზაძე უმაღლესი სინჯის მედალს შეუტევს.