VIDEO: ზედიზედ მერვედ - კაშიას სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ კაშიამ, სლოვან ბრატისლავასთან ერთად, სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
NIKE LIGA-ს საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში, დედაქალაქელებმა ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას დუნაისკა სტრედას, რომელიც მისი მთავარი კონკურენტი იყო, 1:0 მოუგო და ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა. მატჩის ერთადერთი გოლი სომეხმა ტიგრან ბარსეღიანმა შეაგდო.
კაშია სლოვანის სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო კაპანაძემ და გაგუამ (ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო) თამაში სასტარტოდან დაიწყეს და პირველი 85-ე წუთზე შეცვალეს, მეორე - 73-ეზე.
ვეტერან ქართველ მცველს 22 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია, სულ კი გუნდის ჩემპიონობაში წვლილი 13 ჩატარებული მატჩითა და 1 გოლით შეიტანა.
სლოვანი ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ და ისტორიაში მე-16-ედ გახდა (მხოლოდ სლოვაკეთის დამოუკიდებლობის შემდეგ), რაც რეკორდია - მეორეადგილოსან ჟილინას ტიტულატურაში 7 ჩემპიონობაა.