VIDEO: პირველი ჰეთ-თრიქი სეზონში - იბერიამ ლიდერობა დაიბრუნა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მოქმედმა 2-გზის ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ეროვნული ლიგის ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
გუგა ნერგაძის გუნდმა, მე-10 ტურში, ტყიბულის მეშახტეს სტუმრად 4:1 მოუგო. ვახო ბედოშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც პაატა ღუდუშაურმა შეაგდო, იმერელთაგან კი თავი გამოიჩინა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც მეშახტეს ამ სეზონის დაწყებამდე სწორედ იბერიადან შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ვახო ბედოშვილი პირველი ფეხბურთელია, ვინც ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
იბერიელებმა ლიდერობა ჩამოართვეს რუსთავს, რომელმაც ამ ტურში გორის დილას აჯობა და ახლა პირველადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება.
იბერია შემდეგ ტურში, 6 მაისს, სწორედ დილას ესტუმრება, ხოლო მეშახტე, იმავე დღეს, იმერულ დერბიში სამგურალს ასევე გასვლაზე ეთამაშება.