ფორმულა 1-ში ბელგიის გრან პრი იმართება.
სპა-ფრანკოშამის ტრასაზე სპრინტი ჩატარდა, რომელიც მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
რედ ბულის პილოტმა, რომელმაც სპრინტი მე-2 პოზიციიდან დაიწყო, პირველივე წრეზე გადაასწრო ოსკარ პიასტრის და შემდეგ ლიდერობის შენარჩუნება 15 წრის განმავლობაში შეძლო.
მაკლარენის მრბოლელები - ოსკარ პიასტრი და ლანდო ნორისი ნიდერლანდელს მთელი სპრინტის განმავლობაში ახლოს მიჰყვებოდნენ, თუმცა მაქსმა პოზიცია არ დათმო და სპრინტის გამარჯვებული გახდა.
ბელგიურ სპრინტში ქულები ასე განაწილდა:
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 8 ქულა
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 7 ქულა
3. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 6 ქულა
4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 5 ქულა
5. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 4 ქულა
6. კარლოს საინსი (უილიამსი) - 3 ქულა
7. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 2 ქულა
8. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 1 ქულა
სპა-ფრანკოშამის ტრასაზე კვალიფიკაცია 18:00 საათზე გაიმართება, რბოლა კი 27 ივლისს, 17:00 საათზე შედგება.
ფორმულა 1-ის გურუ - ბელგიის გრან პრი