მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, მექსიკისა და ინგლისის შეხვედრაში, ჯუდ ბელინგემის 2 გოლს შორის სულ რაღაც 98 წამი გავიდა.
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა 36-ე და 38-ე წუთებზე გაიტანა და ამით „სამ ლომს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ბელინგემი ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მეხიკოს ლეგენდარულ ესტადიო აცტეკაზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში დუბლი შეასრულა.
ამ მიღწევით 23 წლის ინგლისელი თვით დიეგო მარადონას შეუერთდა. არგენტინელმა ლეგენდამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგიის წინააღმდეგაც 2 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მარადონამ იმავე ტურნირზე მსგავსი რამ მეოთხედფინალშიც მოახერხა, თანაც სწორედ ინგლისის წინააღმდეგ.
ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო მატჩში მან ერთი გოლი ბრწყინვალე ინდივიდუალური რეიდის შემდეგ გაიტანა, მეორე კი ისტორიაში ცნობილი „ღმერთის ხელით“.
ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა