საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია წარმოადგინა.
პირველ ადგილზე ჯუდ ბელინგემია. 20 წლის ინგლისელი ვარსკვლავი 267.5 მილიონ ევროდაა შეფასებული.
საუკეთესო ათეულში 3-3 წარმომადგენელი მადრიდის რეალსა და მანჩესტერ სიტის ჰყავთ, 2 არსენალს, ხოლო თითო-თითო ბარსელონასა და ბაიერნს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი სიაში 21-ე ადგილზეა. ნაპოლის შემტევი 115.3 მილიონ ევროდაა შეფასებული.