ბელინგემისთვის მიმდინარე სეზონი მადრიდის რეალში ფიზიკური პრობლემებითა (მხრის ოპერაცია და ტრავმები) და მწვრთნელების ცვლილებით დაიწყო, რამაც მის ფორმაზეც იმოქმედა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ინგლისის ნაკრებში, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის მკაცრმა და უკომპრომისო მიდგომებმა გუნდში არასასიამოვნო ატმოსფერო შექმნა.
ტუხელის გადაწყვეტილებით, მუნდიალის განაცხადს მიღმა ისეთი ვარსკვლავები დარჩნენ, როგორებიც არიან ფილ ფოდენი, კოულ პალმერი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, თავად ბელინგემის როლი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ამ რთულ მომენტში ჯუდმა დახმარებისთვის თავის ყოფილ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაურეკა, რომელთანაც კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. იტალიელი სპეციალისტის გამოცდილებამ და რჩევებმა ინგლისელს სიტუაციის გადაფასებასა და ფსიქოლოგიური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარა.
შედეგმაც არ დააყოვნა - მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე მატჩში ბელინგემმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გოლიც გაიტანა, რითაც დაამტკიცა, რომ ის კვლავ ელიტარულ დონეზეა.