სანამ ბელინგემი ჩრდილოეთ ამერიკის მოედნებზე ბრწყინავს, მადრიდში, ვალდებებასის ბაზაზე, კლუბის ხელმძღვანელობა და ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო რეალის მომავალ სეზონზე ფიქრობენ.
პორტუგალიელი სპეციალისტის ახალ, გრანდიოზულ ტაქტიკურ გეგმაში ჯუდ ბელინგემს ცენტრალური, ე.წ. franchise player-ის როლი აქვს გამოყოფილი.
მოურინიოს მყარად სწამს, რომ მისი მადრიდული ერის წარმატება პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ინგლისელი ნახევარმცველისგან მაქსიმუმის მიღებას.
კლუბის შიგნით ჯუდი მიჩნეულია აბსოლუტურად ხელშეუხებელ ფიგურად, რომლის გარშემოც უნდა აშენდეს მთელი ახალი ნახევარდაცვა.
პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ინგლისელის უნიკალური ფიზიკური მონაცემები და საგოლე ალღო მას საშუალებას მისცემს, ახალ სეზონში უფრო ღრმა პოზიციიდანაც კი ეფექტურად მართოს თამაშის ტემპი და გუნდის ხერხემალი გახდეს.