• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფოტოები: მუნდიალი ჯეფ ლოუს უნიკალურ ობიექტივში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ფოტოები: მუნდიალი ჯეფ ლოუს უნიკალურ ობიექტივში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამხრეთაფრიკელი სპორტული ფოტოგრაფის, ჯეფ ლოუს ნამუშევრებმა.


მის მიერ მუნდიალის მატჩების დროს გადაღებული კადრების სერია სრულიად ახლებურად წარმოაჩენს სპორტულ ფოტოგრაფიას - ეს არ არის უბრალო მატჩის ქრონიკა, არამედ მოძრაობისა და ემოციის ვიზუალური ხელოვნებაა.



ბავშვობაში ჯეფ ლოუ თავად ოცნებობდა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაზე. წლების შემდეგ ის მართლაც აღმოჩნდა ოლიმპიადაზე, თუმცა სულ სხვა ამპლუაში - მან ჯერ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიღო, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის ეპიცენტრში მუშაობს.



მისი პროფესიული გარდატეხა ერთ კონკრეტულ მომენტს უკავშირდება. სტადიონის ტრიბუნაზე, საუკეთესო ადგილებზე ჯდომისას, ის მუდმივად მინდვრის კიდეზე მყოფ ფოტოგრაფებს აკვირდებოდა და აცნობიერებდა, რომ მისი ადგილი სწორედ იქ იყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მან მიატოვა ძველი სამსახური, მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე ბარისტად და უძრავი ქონების ფოტოგრაფად, რათა მთელი ფინანსები და ენერგია სპორტული ფოტოგრაფიისთვის დაეთმო.



ლოუს სტილი სტანდარტული რეპორტაჟის ჩარჩოებს სცდება. მისი საფირმო ნიშანია მულტი-ექსპოზიციური ტექნიკა, რომელიც უფრო მეტად ექსტრემალური სპორტისა და სკეიტბორდინგის ფოტოგრაფიიდან მოდის. ის ერთ კადრში აერთიანებს მოძრაობის მთელ ფაზას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, ფეხბურთელების სპრინტის დინამიკა, კუნთების დაჭიმულობა და მატჩის კინემატოგრაფიული ატმოსფერო ერთიანად აღიქვას.



მკვეთრი კონტრასტები და სპორტსმენების დრამატული ჩრდილები ნამუშევრებს განსაკუთრებულ ესთეტიკას სძენს. ჯეფ ლოუს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკუთარი გატაცებისადმი სრულმა ერთგულებამ ფოტოგრაფი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ფორუმის ეპიცენტრამდე მიიყვანა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
მუნდიალი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინის მესიჯი რაფინიას ტრავმის შემდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინის მესიჯი რაფინიას ტრავმის შემდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

•UFC

UFC

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
•UFC

UFC

ბელინგემმა დახმარებისთვის ანჩელოტის დაურეკა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელინგემმა დახმარებისთვის ანჩელოტის დაურეკა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

ვინის მესიჯი რაფინიას ტრავმის შემდეგ

News image

4 სთ წინ

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო

News image

3 სთ წინ

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

News image

2 სთ წინ

ბელინგემმა დახმარებისთვის ანჩელოტის დაურეკა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება