• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სამუდამოდ ვილანი - ოზი ოსბორნი და ასტონ ვილა
ფეხბურთიფეხბურთი

სამუდამოდ ვილანი - ოზი ოსბორნი და ასტონ ვილა

23 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

76 წლის ასაკში ოზი ოსბორნი გარდაიცვალა.


როკის ბირმინგემელი ლეგენდა მძიმე მეტალის ბენდის, Black Sabbath-ის მთავარი ვოკალისტი იყო და უამრავი გამორჩეული ალბომის გამოშვება მის სახელთანაა დაკავშირებული.


ამის გარდა, ოსბორნი ასტონ ვილას ცნობილი გულშემატკივარი გახლდათ და სტადიონზეც ხშირად შევამჩნევდით მას. ვილა პარკმა სულ ახლახანს უმასპინძლა Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელ შოუს, რომელიც სამწუხაროდ, ოსბორნის ბოლო პერფორმანსი აღმოჩნდა.


"მშვიდად განისვენე, ოზი" - ასტონ ვილა ოზი ოსბორნს ემშვიდობება


ამასთან, 2024/25 წლების სეზონში ვილამ და მისმა გულშემატკივრებმა რამდენჯერმე გამოხატეს პატივისცემა ლეგენდის მიმართ.


სეზონის დასაწყისში კლუბმა ადიდასის ახალი ფორმა საინტერესო ვიდეოთი სწორედ ოზისთან და Black Sabbath-ის ბასისტ გიზერ ბატლერთან ერთად წარადგინა.



ვილას ჩემპიონთალიგური კამპანია 2024/25 წლების სეზონში ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. უნაი ემერის გუნდმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა მეოთხედფინალის გზაზე და ლიგის ფაზაში საუკეთესო 8 გუნდშიც გავიდა.


პლეიოფამდე ბოლო მატჩში, ვილამ გადაწყვიტა ოსბორნის მიმართ პატივისცემა გამოეხატა და სელტიკთან მოგებული მატჩის წინ დიდი ბანერი (ტიფო) გამოფინა. თამაშის დაწყებამდე მაყურებელმა ბნელეთის პრინცის უზარმაზარი გამოსახულება იხილა ტრიბუნაზე.



ასტონ ვილამ ამ ყველაფერს ახსნაც მოაყოლა: "გლობალური სახითა და ლოკალური გულისცემით კლუბის მემკვიდრეობის აღნიშვნისას, ბნელეთის პრინცი გამოხატავს ასტონ ვილას საწყისებს და აკავშირებს მძიმე მეტალისა და ფეხბურთის სამყაროებს.


ცოცხალი ლეგენდა, ვილას გულშემატკივრების მსგავსად, სიამაყით ატარებს კლუბის ფერებს საზღვრებს მიღმა. ჩვენ ერთად ვზეიმობთ ჩვენს ფესვებს, ვნებასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას."


ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო მხარეებს შორის, როცა მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.


2023/24 წლების სეზონში, რომელიც ვილას ბოლო დროის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, Crazy Train ვილა პარკზე გუნდის მთავარ, გამხსნელ სიმღერად გამოიყენებოდა.



წარსულში თავად ოსბორნსაც არაერთხელ უჩვენებია თავისი ვილანობა. 1991 წლის ალბომში No More Tears, ტრეკი A.V.H გამოხატავს Aston Villa Highway-ს, რომელიც კლუბის მიმართ მის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.



მიუხედავად სუპერვარსკვლავობისა, ოზი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და ბირმინგემელ ხალხთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ოსბორნის გარდაცვალებამ ვილას ბევრ გულშემატკივარში დიდი მწუხარება გამოიწვია, განსაკუთრებით სულ რაღაც 2 კვირის  წინ სტადიონზე მისი ბოლო გამოჩენის შემდეგ.


ვიმედოვნოთ, რომ სეზონის დაწყებისას ვილა კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს როკვარსკვლავს.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 სთ წინ

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"

News image

17 სთ წინ

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს

News image

16 სთ წინ

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა

News image

15 სთ წინ

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება