ჩემპიონთა ლიგა: ბოდო გლიმტმა ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ბოდო გლიმტის ექვსმატჩიანი სერია.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, სპორტინგის წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე, ნორვეგიულმა კლუბმა საკუთარი სახელი ისტორიაში უკვე ჩაწერა და საკმაოდ უცნაური რეკორდი დაამყარა.
Opta-ს მონაცემებით, ბოდო გლიმტი გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ექვს შეხვედრაში მოედანზე ზუსტად ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობა გამოიყვანა.
ამავდროულად, სკანდინავიელებს ტურნირზე შთამბეჭდავი, ხუთმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. როგორც ჩანს, ნორვეგიელები პრინციპით ხელმძღვანელობენ, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან.