16-19 აპრილის ჩათვლით, თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრებიდან, ვაჟებს შორის, ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.), ლაშა ბექაური (-90 კგ.), ლუკა მაისურაძე (-90 კგ.), ილია სულამანიძე (-100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).
გოგონებს შორის კი იასპარეზებენ: თამარ გიგოლაევი (-48 კგ.), ჯულიეტა როდონაია (-48 კგ.), ნინო თათრიშვილი (-52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.), ნინო წიკლაური (-63 კგ.), ნინო გულბანი (-70 კგ.), მარიამ ჭანტურია (-70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად თბილისში ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.
"მინდა, ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მოვიგო" - სარდალაშვილი EJU-სთან