გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.
ფეხბურთელმა უოტფორდის ბოლო თამაში დისკომფორტის გამო გამოტოვა, ახლა კი Geo Team იტყობინება, რომ ქართველს ფეხის დაზიანების გამო 6-დან 8 კვირამდე გაუცდება.
ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ჩაკვე ივნისის ამხანაგურ მატჩებში ნაკრების დახმარებას.
საკლუბო დონეზე ჩაკვემ ამ სეზონში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.