• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
BREAKING: ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ფეხბურთიფეხბურთი

BREAKING: ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თავისი ლეგენდარული 20-წლიანი კარიერა ოფიციალურად დაასრულა.


ინტერ მაიამის ვარსკვლავმა გულშემატკივრებს ვრცელი და ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა, რომელშიც ნაკრებიდან წასვლის რთულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.


„ფინალის შემდეგ გასული ამ დროის განმავლობაში, ბევრი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ნაკრებიდან მივდივარ...

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც მატკინა და ახლაც სულს მიმწარებს, მაგრამ მესმის, რომ ამის დრო მოვიდა. გეფიცებით, მოედანზე ყოველთვის ყველაფერს ვტოვებდი.. არა მხოლოდ ბოლო წლებში, როცა ყველაფერი მოვიგეთ, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და თავს ვწირავდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული მომენიჭებინა და ფეხბურთის საშუალებით გეამაყათ, რომ არგენტინელები ხართ.

ეტაპები სრულდება და ეს ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ძალიან მტკივა. მიყვარს, მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ნაკრებში ყოფნა. ბოლომდე დავიცალე, მეტი აღარაფერი მაქვს გასაცემი და თანაც, უკან მოდიან ძალიან მაგარი ბიჭები, რომლებიც აქ ყოფნას იმსახურებენ.

მადლობა ამ 20 წლის განმავლობაში გამოჩენილი უდიდესი სიყვარულისთვის. ძალიან მომენატრება თქვენი ხმის გაგონება შიგნიდან [მოედნიდან]. ახლა უკვე მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები, რომელიც გუნდს გარედან ყოველთვის უგულშემატკივრებს და მხარს დაუჭერს (კარგსა თუ ცუდ დროში, მით უმეტეს).

მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მახლდა ამ ულამაზეს, მაგრამ რთულ მოგზაურობაში. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელსა და ხელმძღვანელს, ვისთან ერთადაც მუშაობა მომიწია. თან მიმაქვს დაუვიწყარი მოგონებები და ერთად განცდილი მომენტები.

მივდივარ სიმშვიდითა და სიამაყით, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად საოცნებო მომენტები გაჩუქეთ. ნამდვილი სიგიჟე იყო ამის თქვენთან ერთად განცდა. მიყვარხართ!

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელი ვარ.

წინ, არგენტინა!

*ეს სიტყვები 21 ივლისს, ფინალიდან ორ დღეში დავწერე. დღეს, მამაჩემთან დაკავშირებული ამბის შემდეგ, იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული ამ გადაწყვეტილებაში, ვიდრე ოდესმე.“

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

argentina
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ და როგორ შეუმსუბუქა ფიფამ არგენტინას სასჯელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ და როგორ შეუმსუბუქა ფიფამ არგენტინას სასჯელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - მესი შეუჩერებელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - მესი შეუჩერებელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიამიდან ესპანეთამდე: კიდევ ერთი სიურპრიზი მესისგან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიამიდან ესპანეთამდე: კიდევ ერთი სიურპრიზი მესისგან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 აგვ, 2026

რატომ და როგორ შეუმსუბუქა ფიფამ არგენტინას სასჯელი?

News image

30 აგვ, 2026

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - მესი შეუჩერებელია

News image

10 სთ წინ

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?

News image

9 სთ წინ

მაიამიდან ესპანეთამდე: კიდევ ერთი სიურპრიზი მესისგან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება