ვინისიუს ჟუნიორმა და მადრიდის რეალმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, მხარეების შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ბრაზილიელი მადრიდულ კლუბთან 6-წლიან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბული იყო იმის ფონზე, რომ ფეხბურთელით ლონდონის არსენალი ინტერესდებოდა და მზად იყო ვინისიუსისთვის ძალიან მომხიბლავი კონტრაქტი შეეთავაზებინა.
ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით დაწყებული ახალი პროექტის გათვალისწინებით, ვინისიუსმა რეალში დარჩენა არჩია. რომანოს თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და კლუბი ახალი ხელშეკრულების ოფიციალურად წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.