პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ბორნმუთს ეწვია.
შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძელთა ბომბარდირმა დომინიკ სოლანკემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მე-17 გოლი გაიტანა.
31-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა აიღო ალუბლების კარი და ზედიზედ მე-3 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
36-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტის გატანილი გოლით ბორნმუთმა პირველი ტაიმი მოიგო.
65-ე წუთზე წითელი ეშმაკების კაპიტანმა ბრუნომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა ვერ მოიგო, ბოლო 7 მატჩში კი გუნდს მხოლოდ 1 აქვს მოგებული.
ტენ ჰაგის შეგირდები 50 ქულით მე-7 ადგილზე არიან, ბორნმუთი კი 42 ქულით მეთორმეტეა.