ინტერ მაიამიმ და თავად ჟორდი ალბამ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მოთამაშემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულება გადაწყვიტა.
"მოსალოდნელი MLS-ის პლეიოფები იქნება გამორჩეული კარიერისა და კლუბთან ერთად გატარებული ორი წარმატებული სეზონის საბოლოო თავი.
ინტერ მაიამიში 2023 წელს გადმოსვლის შემდეგ, ჟორდი გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. ესპანელმა მცველმა გამოიჩინა გამორჩეული სტაბილურობა, გამოცდილების, ტექნიკური ოსტატობისა და გამძლეობის შთამბეჭდავი შერწყმით.
კლუბში ყოფნის განმავლობაში მან დღემდე 14 გოლი გაიტანა და 38 საგოლე პასი მიითვალა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის იდენტობის ჩამოყალიბებასა და ინტერ მაიამის ბოლო წარმატებებში, მათ შორის Leagues Cup-ის ტიტულისა და Supporters’ Shield-ის მოპოვებაში.
მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო მარცხენა მცველიმა მაიამიში ისეთივე მაღალი დონე აჩვენა, რაც მის ბრწყინვალე კარიერას ახასიათებდა ბარსელონაში და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც მან მოიგო არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული და ღირსეულად წარმოაჩინა თავისი ქვეყანა." - წერია ამერიკული კლუბის განცხადებაში.
:"ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ვფიქრობ, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო ახალი პირადი თავგადასავლის დასაწყებად და ოჯახთან ერთად ცხოვრების სრულად დატკბობისთვის, პროფესიონალურ ფეხბურთში მრავალი დატვირთული წლის შემდეგ.
ძალიან ბედნიერი ვარ ინტერ მაიამიში გატარებული დროით და გულწრფელად მადლიერი ვარ გულშემატკივრების მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო კლუბის წარმატებებში მონაწილეობის მიღება და ამ გუნდის ზრდაში განსაკუთრებული მომენტების გაზიარება. ახლა ჩემი მიზანია სეზონი საუკეთესოდ დავასრულო და პლეიოფებში ყველაფერი გავიღო.“ - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ სერხიო ბუსკეტსმაც გამოაცხადა.