VIDEO: დუბლი და საოცარი საგოლე პასი - მესიმ ინტერ მაიამის მოაგებინა
21 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ სათამაშო დღეს ინტერ მაიამი DC იუნაიტედს დაუპირისპირდა.
მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა და საბოლოოდ ინტერის გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
მოგებულ გუნდში გამორჩეული იყო ლიონელ მესი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ამასთან ბრწყინვალე საგოლე გადაცემაც გააკეთა.
არგენტინელს კარიეერაში 882 გოლი და 391 საგოლე პასი დაუგროვდა. მას 900-გოლიან ნიშნულამდე 18 გოლი აკლია, 400 ასისტამდე კი - 9 პასი.
ინტერ მაიამი 28 მატჩის შემდეგ 52 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და პირველადგილოსან ფილადელფია უნიონს, რომელსაც 3 მატჩით მეტი აქვს 8 ქულით ჩამორჩება.