• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჩაბი ალონსო ინგლისში ბრუნდება: ლივერპული თუ მანჩესტერ სიტი?
ფეხბურთიფეხბურთი

ჩაბი ალონსო ინგლისში ბრუნდება: ლივერპული თუ მანჩესტერ სიტი?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თავად ჩაბი ალონსო ამ ზაფხულს ინგლისში ტრიუმფალური დაბრუნებისთვის ემზადება.


მწვრთნელის გარემოცვიდან მიღებული ინფორმაციით, რეალ მადრიდის, ლივერპულისა და ბაიერნის ყოფილი ვარსკვლავი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბის სადავეებს ჩაიბარებს.

მიუხედავად ახალგაზრდობისა (ის მხოლოდ 44 წლისაა), ბასკ სპეციალისტს სამწვრთნელო საქმიანობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კარიერის დასრულების შემდეგ მან რეალ მადრიდის 14-წლამდელთა გუნდში დაიწყო მუშაობა, პირველი სერიოზული ნაბიჯი კი რეალ სოსიედად B-ში გადადგა, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონიდან სეგუნდაში აიყვანა. მისი კარიერის პიკი ბაიერნ ლევერკუზენს უკავშირდება, გუნდს, რომელიც ბუნდესლიგის ფსკერზე იყო, ალონსომ ისტორიული, დაუმარცხებელი სეზონი (2023-24) აჩუქა და ბაიერნის მრავალწლიანი დომინაცია დაასრულა.

თუმცა, ჩაბის ტრიუმფი ლევერკუზენში შიდა დაპირისპირებებმა შეაფერხა. ფეხბურთელები მის კომუნიკაციის სტილს აკრიტიკებდნენ, რასაც 2024-25 წლების სეზონში სუსტი შედეგებიც დაემატა. ამის მიუხედავად, 2025 წლის ივნისში მან რეალ მადრიდში კარლო ანჩელოტი შეცვალა. ესპანეთში ალონსოს გუნდი მოედანზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გასახდელში კონფლიქტები მწვავდებოდა. ალონსოს ხისტი და არაგამომგონებლური ლიდერობა მიუღებელი აღმოჩნდა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ანჩელოტის თავისუფალ სტილს იყვნენ შეჩვეულები. ვინისიუს ჯუნიორი და როდრიგო იმ ჯგუფის სათავეში ჩადგნენ, ვინც მწვრთნელს დაუპირისპირდა, რამაც გუნდი ორ ბანაკად დაყო. საბოლოოდ, იანვარში, სუპერთასის ფინალში ბარსელონასთან მარცხის შემდეგ, ხელმძღვანელობამ ალონსო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ახლა კი დასტურდება, რომ ალონსოს მოლაპარაკებები აქვს როგორც ლივერპულთან, ისე მანჩესტერ სიტისთან. პეპ გვარდიოლას წასვლაზე სიტიდან უკვე დიდი ხანია საუბრობენ, ხოლო ლივერპულში არნე სლოტის დარჩენა სათუოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს ან ასოციაციის თასს მოაგებინებს.

ორივე მხარისთვის ერთი პირობა მკაფიოა: ალონსო მხოლოდ საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოვა, რაც განხილვას არ ექვემდებარება. როგორც ჩანს, ალონსოსთვის პრიორიტეტული მისი ყოფილი კლუბი, ლივერპულია, თუმცა მანჩესტერ სიტისთვის „არას“ თქმა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გუნდი მისთვის შესაფერისი ადგილი იქნება.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

პეპ გვარდიოლა
ლევერკუზენი
ჩაბი ალონსო
ვინისიუსი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მბაპეს ტრავმა და სკანდალი რეალში: ფეხბურთელი სიტისთან თამაშზე უარს ამბობს?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ტრავმა და სკანდალი რეალში: ფეხბურთელი სიტისთან თამაშზე უარს ამბობს?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრიგო ნაწილობრივ გაწყვეტილი ACL-ით 2023 წლიდან თამაშობდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრიგო ნაწილობრივ გაწყვეტილი ACL-ით 2023 წლიდან თამაშობდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპის რეაქცია ნოტინგემ ფორესტთან ფრის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პეპის რეაქცია ნოტინგემ ფორესტთან ფრის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 მარ, 2026

მბაპეს ტრავმა და სკანდალი რეალში: ფეხბურთელი სიტისთან თამაშზე უარს ამბობს?!

News image

22 სთ წინ

როდრიგო ნაწილობრივ გაწყვეტილი ACL-ით 2023 წლიდან თამაშობდა

News image

04 მარ, 2026

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში

News image

4 სთ წინ

პეპის რეაქცია ნოტინგემ ფორესტთან ფრის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება