• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
პეპის რეაქცია ნოტინგემ ფორესტთან ფრის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი

პეპის რეაქცია ნოტინგემ ფორესტთან ფრის შემდეგ

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ლიდერ არსენალთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის გუნდს ბრძოლის გაგრძელების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია.


ოთხშაბათს ღამით, ეტიჰადზე გამართულ მატჩში, ქალაქელები ნოტინგემ ფორესტთან ფრე ითამაშეს (2:2), მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის განმავლობაში ორჯერ ფლობდნენ უპირატესობას.

ანტუან სემენიომ მანჩესტერული კარიერის შთამბეჭდავი დასაწყისი გოლით აღნიშნა და მასპინძლები პირველ ტაიმში დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში მორგან გიბს-უაითმა წონასწორობა აღადგინა. მართალია, მალევე როდრიმ კუთხურის შემდეგ სიტი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, მაგრამ ელიოტ ანდერსონმა სტუმრებს ქულა დაუტოვა, რაც ფორესტისთვის გადარჩენის გზაზე უმნიშვნელოვანესი შედეგი აღმოჩნდა.

ამ ფრის ფონზე, სიტი უკვე 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ არსენალს, რომელმაც ბრაიტონთან მინიმალური ანგარიშით (1:0) მოგება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას გუნდს ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს, მდგომარეობა მაინც საგრძნობლად გართულდა. TNT Sports-თან საუბრისას პეპმა აღნიშნა, რომ შედეგით იმედგაცრუებულია, თუმცა ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი დარჩა.


იმედგაცრუებული ვარ შედეგით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და მეტოქეს ბევრი არაფერი დავუთმეთ, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ჩანდა, როგორ იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, სეზონის ამ ეტაპზე სახლში ქულების დაკარგვა მტკივნეულია, მაგრამ უკან ყურების დრო არ გვაქვს, მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ. ახლა მთელი ყურადღება ნიუკასლზეა შემდეგ კი რეალი გველოდება ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მიჩვეულები ვართ ბევრ ტურნირზე ერთდროულად თამაშს და ბოლომდე დავიხარჯებით


ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ სეზონის დასრულებამდე საჩემპიონო რბოლაში კიდევ ბევრი მოულოდნელი რამ მოხდება და მისი გუნდი ამ შანსს გამოიყენებს.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

მან სიტი
პეპ გვარდიოლა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არსენალის შანსები 90%-ს გადასცდა — Opta-ს პროგნოზი განახლდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის შანსები 90%-ს გადასცდა — Opta-ს პროგნოზი განახლდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაპირისპირება არტეტასა და ჰიურცელერს შორის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაპირისპირება არტეტასა და ჰიურცელერს შორის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფრე ნოტინგემთან - სიტიმ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფრე ნოტინგემთან - სიტიმ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსო ინგლისში ბრუნდება: ლივერპული თუ მანჩესტერ სიტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსო ინგლისში ბრუნდება: ლივერპული თუ მანჩესტერ სიტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

არსენალის შანსები 90%-ს გადასცდა — Opta-ს პროგნოზი განახლდა

News image

5 სთ წინ

დაპირისპირება არტეტასა და ჰიურცელერს შორის

News image

14 სთ წინ

VIDEO: ფრე ნოტინგემთან - სიტიმ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

News image

5 სთ წინ

ჩაბი ალონსო ინგლისში ბრუნდება: ლივერპული თუ მანჩესტერ სიტი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება