ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ნოტინგემს დაუპირისპირდა.
ანგარიში 31-ე წუთზე რაიან შერკის პასის შემდეგ ანტუან სემენიომ გახსნა, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.
56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მორგან გიბს-უაითმა ბრწყინვალე სტილში, ქუსლით დარტყმულით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი.
62-ე წუთზე მანჩესტერ სიტი კვლავ წინ გავიდა. ქალაქელები როდრიმ დააწინაურა, თუმცა 76-ე წუთზე ელიოტ ანდერსონის გოლით წონასწორობა ისევ აღდგა.
მანჩესტერ სიტის ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა ნოტინგემის მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და შეხვედრა 2-2 დასრულდა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა საჩემპიონო ბრძოლისთვის საჭირო ქულები დაკარგა, პარალელურად კი არსენალმა მოიგო და გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულა გახდა, თუმცა სიტის 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
VIDEO: საკას გამარჯვების გოლი - არსენალმა სიტისთან სხვაობა გაზარდა
31' სემენიო 1-0
56' გიბს-უაითი 1-1
62' როდრი 2-1
76' ანდერსონი 2-2