The Athletic-ის ინფორმაციით, ჩელსისა და ჯეიდონ სანჩოს შორის პირად დეტალებზე შეთანხმება ვერ შედგა და ინგლისელი ლონდონს დატოვებს.
მხარეებს შორის მთავარი პრობლემა მოთამაშის ანაზღაურება იყო. ჩელსის არ სურდა სანჩოსთვის იმდენი გადაეხადა, რამდენსაც მანჩესტერი უხდის.
ლონდონელები საჯარიმო პუნქტს გადაიხდიან 5 მილიონი ფუნტის ოდენობით და ჯეიდონი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება.
მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულში ინგლისელი იუნაიტედშიც არ დარჩება. ის იმ მოთამაშეების სიაშია, რომელთა გაყიდვიდანაც მიღებული თანხით მანჩესტერს ახალ ტრანსფერებში რეინვესტირება სურს.
სანჩოს გარემოცვა ვარიანტებს მომავალ კვირებში განიხილავს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.