ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ჩელსი თუ პსჟ - ვინ გახდება საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჩელსი თუ პსჟ - ვინ გახდება საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული?

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარი სენ-ჟერმენი ჩელსის შეხვდება, სასწორზე კი ტიტულთან ერთად ბევრად მეტი რამ არის, თუნდაც თანხა, რომელსაც გამარჯვებული დამატებით 40 მილიონი დოლარის სახით მიიღებს.


ჩელსისგან ფინალში გასვლას შეიძლება ბევრი არ ელოდა, თუმცა 6-დან 5 თამაშის მოგება (1 წაგება) ლურჯებს დაეხმარათ 2021 წლის შემდეგ ამ ტურნირის ფინალში პირველად გასულიყვნენ, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მათ საკლუბო მუნდიალი მოიგეს.


ნახევარფინალში ფლუმინენსესთან 2-0 გამარჯვებამ მათ ფინალის საგზური დაუჯავშნა, ახლა კი მთავარი გამოწვევა პსჟ არის, რომელსაც ბოლო 15-დან 13 მატჩი მოგებული აქვს (2 წაგება), ჩელსი კი შესაძლოა იდეალური გუნდი იყოს ამ გუნდის გამოსაწვევად.


პარიზელებს კი წინ უკვდავება ელოდებათ, მათ 90 წუთში აშორებთ იმისგან, რომ ამ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგონ. 3 საშინაო თაისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენს შეუძლია თასების კვინტენტი შეკრას და საკლუბო მუნდიალი პირველად მოიგოს.


რეალის 4-0 განადგურება იდეალური გახურება იყო ფინალისთვის, გუნდს კი ბოლოო 11 თამაშშ 10 მოგება აქვს (1 წაგება). ბოლო 7 გამარჯვების დროს კი მათ კარიც მშრალად შეინახეს, პარიზელების შეჩერება ფინალში რთული იქნება.


ურთიერთშეხვედრები


ურთიერთშეხვედრებში პარიზელებს უპირატესობა აქვთ (3 მოგება), ჩელსის 2 მატჩი აქვს მოგებული, ფრედ კი 3 შეხვედრა დასრულდა. პსჟ ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე). ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ.


სტატისტიკა


ჩელსიმ ბოლო 6-დან 5 მატჩში ევროპული გუნდის წინააღმდეგ 90 წუთში ერთზე მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.


ჩელსის საკლუბო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი დარტყმა აქვს შესრულებული (100).


პსჟ-ის ბოლო 7-დან 5 მოგება 3+ ბურთის სხვაობით ფიქსირდება.


პსჟ პირველ ტაიმს ბოლო 8-დან 6 შემთხვევაში იგებდა.


მოთამაშეები


ჟოაო პედრომ ჩელსიში გადმოსვლა ნახევარფინალში შესრულებული დუბლით გამოაცხადა, უსმან დემბელემ კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შეძლო გოლის გატანა, მას ამ სეზონში 3 ინგლისური გუნდისთვის აქვს გოლი გატანილი (მანჩესტერ სიტი, ლივერპული და არსენალი).


პსჟ დისკვალიფიკაციის გამო ვილიან პაჩოსა და ლუკა ერნანდესის გარეშე ითამაშებს.


ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ საკლუბო მუნდიალზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


სავარაუდო შემადგენლობები


ჩელსი - სანჩესი; ჯეიმსი, ჩალობა, კოლუილი, კუკურელია; კაისედო, პალმერი, ფერნანდესი; ნეტუ, დელაპი, ჟოაო პედრო


პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია


მსაჯი 


ფინალურ შეხვედრას ირანელი ალირეზა ფაგანი გაუძღვება, რომელმაც ამ ტურნირზე 3 მატჩში იმსაჯა, მათ შორის ერთ-ერთი ჩელსის თამაშშიც.


ალ აჰლი 0-0 ინტერ მაიამი (5 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)

ბაიერნი 2-1 ბოკა ხუნიორსი (4 ყვითელი ბარათი)

პალმეირასი 1-2 ჩელსი (4 ყვითელი ბარათი)


ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩელსი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ენრიკე: "კრიტიკა? სიტი ყველაფერს იგებდა, შემდეგ კი 10 მატჩი წააგო და პეპი მიწასთან გაასწორეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე: "კრიტიკა? სიტი ყველაფერს იგებდა, შემდეგ კი 10 მატჩი წააგო და პეპი მიწასთან გაასწორეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: "ისეთი ვარსკვლავები გვჭირდება, რომლებიც გუნდს ემსახურებიან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: "ისეთი ვარსკვლავები გვჭირდება, რომლებიც გუნდს ემსახურებიან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარკო ასენსიო კარიერას თურქეთში გააგრძელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარკო ასენსიო კარიერას თურქეთში გააგრძელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 ივლ, 2025

ენრიკე: "კრიტიკა? სიტი ყველაფერს იგებდა, შემდეგ კი 10 მატჩი წააგო და პეპი მიწასთან გაასწორეს"

News image

12 ივლ, 2025

ლუის ენრიკე: "ისეთი ვარსკვლავები გვჭირდება, რომლებიც გუნდს ემსახურებიან"

News image

11 ივლ, 2025

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს

News image

11 ივლ, 2025

მარკო ასენსიო კარიერას თურქეთში გააგრძელებს