The Athletic-ის ინფორმაციით, ჩელსის ფეხბურთელებს ენცო მარესკას წასვლაზე შერეული დამოკიდებულება აქვთ.
ზოგიერთი ინსაიდერი მას ახასიათებდა როგორც ადამიანს, რომელსაც ზოგჯერ ქედმაღლური ქცევა ჰქონდა, თუმცა ბევრ ფეხბურთელს სიამოვნებდა მისი ხელმძღვანელობით მუშაობა და თამაში.
წყაროების ცნობით, მარესკასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის არსებული პრობლემები გასახდელში არ გადაჰქონდათ და გუნდში ატმოსფერო საერთო ჯამში პოზიტიური რჩებოდა. ფეხბურთელები კონცენტრირებულები იყვნენ საქმეზე და შიდა დაძაბულობა აშკარად არ იგრძნობოდა.
ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მარესკა გუნდს სტაბილურობას სძენდა და სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩელსი ტოპ-გუნდებთან კონკურენციას ახერხებდა. ახლა კი არსებობს შიში, რომ მწვრთნელის წასვლის შემდეგ გუნდი ისევ საწყის ეტაპზე დაბრუნდება და ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს გასახდელზე.
ფეხბურთელების აზრით, თუ კლუბში მწვრთნელების ხშირი ცვლილება გაგრძელდება, ჩელსისთვის რთული იქნება რეგულარულად ბრძოლა ტიტულებისთვის და გრძელვადიანი პროექტის აშენება.
ამასთან, The Athletic წერს, რომ ყველა ფეხბურთელი თავს კომფორტულად არ გრძნობდა მარესკასთან მუშაობით. ოგიერთი მოთამაშე ფიქრობდა, რომ მწვრთნელმა ზედმეტად გაართულა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პროცესი და მათთვის გაურკვეველი იყო, როგორ უნდა დაემსახურებინათ მისი „ტაქტიკური ნდობა“, რამაც გუნდის ნაწილში იმედგაცრუებაც გამოიწვია.