VIDEO: დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია: ლივერპულმა 90+4 წუთზე მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
04 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ლივერპულმა და ფულემმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
კრეივენ კოტეჯზე გამართული მატჩი დაძაბულ ფრედ 2:2 დასრულდა.
უილსონის გოლს ლივერპულის მხრიდან ფლორიან ვირცმა უპასუხა. მატჩის მიწურულს კოდი გაკპომ თითქოს გამარჯვების გოლი შეაგდო, თუმცა მასპინძლებმა ყურები არ ჩამოყარეს და კომპენსირებულ დროში ბრწყინვალე დარტყმით მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მატჩის გადარჩენა.
ლივერპულმა 34 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ფულემი კი 28 ქულით მე-11 პოზიციაზეა.