ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში გადასვლა გაიხსენა.
„სხვა ვარიანტებიც მქონდა, სხვა კლუბებისგანაც მქონდა შეთავაზებები, მაგრამ ის გზა, როგორც ლუის ენრიკემ და ლუის კამპოსმა წარმიდგინეს პროექტი, ძალიან დამამახსოვრდა.
ამაზე არც კი დავფიქრებულვარ - უბრალოდ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ პსჟ-ში გადასვლა მინდოდა. ამ კლუბში გადასვლა ოცნება იყო. როდესაც პარი სენ-ჟერმენი დამიკავშირდა, მაშინ ნამდვილად გავაცნობიერე, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდი.
როცა პსჟ დამიკავშირდა, ვფიქრობ, ჩემი მეუღლე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში. იქამდე ის ყოველთვის მეუბნებოდა: ‘წარმოიდგინე, თუ ერთ დღეს პარიზში ვითამაშებთ, როგორი საოცარი იქნებოდა იქ ცხოვრება.’
მაგრამ ჩემს თავში ვფიქრობდი, რომ იმ დროს პსჟ-ში გადასვლა ძალიან რთული იყო, რადგან იქ ისეთი საოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც არიან მესი, ნეიმარი და მბაპე.
მე მიყვარს პარიზი, მიყვარს პარიზთან დაკავშირებული ყველაფერი.“ - განაცხადა კვარაცხელიამ Le Parisien-თან ინტერვიუში.