უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და გაირკვა თუ რომელი გუნდები ითამაშებენ პლეიოფში.
ფერენცვაროში (უნგრეთი) - ყარაბახი (აზერბაიჯანი)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - პაფოსი (კვიპროსი)
ბოდო/გლიმტი (ნორვეგია) - შტურმ გრაცი (ავსტრია)
სელტიკი (შოტლანდია) - კაირათი (ყაზახეთი)
ბაზელი (შვეიცარია) - კოპენჰაგენი (დანია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) - ბენფიკა (პორტუგალია)
რეინჯერსი (შოტლანდია) - ბრიუგე (ბელგია)
ოთარ კიტეიშვილის შტურმი ლიგის ფაზაში მოსახვედრად ნორვეგიულ ბოდო/გლიმტს დაუპირისპირდება, ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას კაირათი შოტლანდიურ სელტიკთან შეეცდება წარმატების მიღწევას, გაბრიელ სიგუას ბაზელი კი კოპენჰაგენს შეხვდება.
პლეი-ოფის მატჩები 19-20 და 26-27 აგვისტოს გაიმართება.