წილისყრის შედეგად უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შესაძლო წყვილები გაირკვა
ფერენცვაროში (უნგრეთი) / ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - ყარაბახი (აზერბაიჯანი) / შკენდია (ჩრდ. მაკედონია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) / ლეხ პოზნანი (პოლონეთი) - დინამო კიევი (უკრაინა) / პაფოსი (კვიპროსი)
ბოდო/გლიმტი (ნორვეგია) - შტურმ გრაცი (ავსტრია)
სელტიკი (შოტლანდია) - სლოვანი (სლოვაკეთი) / ყაირათი (ყაზახეთი)
ბაზელი (შვეიცარია) - კოპენჰაგენი (დანია) / მალმიო (შვედეთი)
ფეიენოორდი (ნიდერლანდები) / ფენერბაჰჩე (თურქეთი) - ბენფიკა (პორტუგალია) / ნიცა (საფრანგეთი)
რეინჯერსი (შოტლანდია) / ვიქტორია პლზენი (ჩეხეთი) - ბრიუგე (ბელგია) / ზალცბურგი (ავსტრია)
ოთარ კიტეიშვილის შტურმი ლიგის ფაზაში მოსახვედრად ნორვეგიულ ბოდო/გლიმტს დაუპირისპირდება, გურამ კაშიას სლოვანმა ჯერ ყაზახურ ყაირათს უნდა აჯობოს, შემდეგ კი შოტლანდიურ სელტიკს მოუგოს. გაბრიელ სიგუას ბაზელი კი სკანდინავიურ დერბიში, კოპენჰაგენსა და მალმიოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პლეი-ოფის მატჩები 19-20 და 26-27 აგვისტოს გაიმართება.