• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩეფერინის კრიტიკა: „მსაჯი ფსიქიატრი არ არის, რომ განზრახვა გამოიცნოს“
ფეხბურთიფეხბურთი

ჩეფერინის კრიტიკა: „მსაჯი ფსიქიატრი არ არის, რომ განზრახვა გამოიცნოს“

24 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ვიდეორეფერის შემოღების შემდეგ მსაჯების მიერ მიღებულ არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს ვერ ეგუება.


მადრიდში გამართულ კონფერენციაზე, The Forum, სლოვენიელმა ფუნქციონერმა სისტემის მიმართ კრიტიკა არ დაზოგა.

ჩეფერინის თქმით, წესების განსხვავებული ინტერპრეტაციები გულშემატკივრებში დიდ გაუგებრობას იწვევს, რაშიც ის მათ სრულად ეთანხმება. უეფას პირველ პირს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ქაოსი ხელით თამაშის წესმა გამოიწვია:


ამას უკვე მე თვითონაც ვეღარ ვიგებ. ზოგჯერ გულშემატკივრები ვერ ხვდებიან, რატომ იცვლება წესების ინტერპრეტაცია ერთი მატჩიდან მეორემდე , და მე მათი მესმის. განსაკუთრებით ხელით თამაშის წესი.. ვერავინ ხვდება, არის ეს პენალტი თუ არა? განზრახ იყო თუ არა? ეს როგორ უნდა გაარკვიო? ფსიქიატრი ხომ არ ხარ?!


58 წლის ჩეფერინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის მოედანზე მყოფ არბიტრს უნდა ეკუთვნოდეს. მისი თქმით, VAR-ი მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო შეცდომების შემთხვევაში უნდა ერეოდეს საქმეში. მან მაგალითად ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები მოიყვანა, სადაც გადამოწმების პროცესი ზედმეტად ჭიანურდება:


ვიდეორეფერმა მხოლოდ აშკარა შეცდომების დროს უნდა იმოქმედოს. ეპიზოდების განხილვა უნდა იყოს ხანმოკლე და არა ისე, როგორც ლა ლიგაში ან პრემიერ ლიგაში ხდება, სადაც მატჩები ხშირად 10-15 წუთით წყდება


უეფას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეცდომების მინიმუმამდე დასაყვანად ერთადერთი გზა IFAB-ის წესების თანმიმდევრული და ზუსტი გამოყენებაა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩეფერინი
უეფა
უეფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფეხბურთის ყურება უფასო ხდება? - საფეხბურთო რევოლუცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთის ყურება უფასო ხდება? - საფეხბურთო რევოლუცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ შეიცვლება ევროპის შესარჩევი ეტაპები?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ შეიცვლება ევროპის შესარჩევი ეტაპები?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ-ში არშეშვების შემდეგ სომალელი მსაჯი UEFA-ს სუპერთასს განსჯის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

აშშ-ში არშეშვების შემდეგ სომალელი მსაჯი UEFA-ს სუპერთასს განსჯის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა ნეგრეირას საქმეზე UEFA-ს ოფიციალური წერილით მიმართა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა ნეგრეირას საქმეზე UEFA-ს ოფიციალური წერილით მიმართა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მაი, 2026

ფეხბურთის ყურება უფასო ხდება? - საფეხბურთო რევოლუცია

News image

20 მაი, 2026

როგორ შეიცვლება ევროპის შესარჩევი ეტაპები?

News image

11 ივნ, 2026

აშშ-ში არშეშვების შემდეგ სომალელი მსაჯი UEFA-ს სუპერთასს განსჯის

News image

17 ივნ, 2026

რეალმა ნეგრეირას საქმეზე UEFA-ს ოფიციალური წერილით მიმართა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება