ჩუამენი რეალის ფანებს ბოდიშს უხდის: რა მოხდა სინამდვილეში ვალვერდესთან დაპირისპირებისას?
ორელიენ ჩუამენიმ საჯარო ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სავარჯიშო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამო ფედერიკო ვალვერდემ თავის არეში დაზიანება მიიღო. ბოლო დღეები რეალში უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა, ვარჯიშზე დაწყებული კამათი ჰოსპიტალიზაციით, სოლიდური ჯარიმითა და საჯარო გარჩევებით დასრულდა.
რა თანხით დასაჯა რეალმა ვალვერდე და ჩუამენი
ის, რაც ამ კვირაში ვარჯიშზე მოხდა, მიუღებელია. ჩვენ ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, კონფლიქტის გადასაჭრელად ყოველთვის გონივრული გზა უნდა ვეძებოთ
ვალვერდეს თავის არეში ჭრილობის გამო ნაკერების დადება დასჭირდა. სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ურუგვაელს 10-დან 14 დღემდე დასვენება გამოეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლასიკოს აუცილებლად გამოტოვებს. ინციდენტის გამო კლუბმა ორივე ფეხბურთელი 500,000 ევროთი დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვალვერდემ ჩუამენის ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა.
თავად ვალვერდემ თანაგუნდელი დაიცვა და სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ჩუამენის მასზე არ უძალადია:
გუშინ თანაგუნდელთან უთანხმოება მომივიდა. ასეთი რამ გუნდში ხდება ხოლმე და შიგნითვე გვარდება, თუმცა ვიღაცამ ინფორმაცია გარეთ გაიტანა. კამათისას მაგიდას დავეჯახე, რამაც მცირე ჭრილობა გამოიწვია. ჩემს თანაგუნდელს ჩემთვის არ დაურტყამს. ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს სიტუაცია რეალს აზარალებს