• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"ჩვენ მხოლოდ იტალიასა და საქართველოზე არ ვიფიქრებთ" - რუმინეთის მწვრთნელი
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

"ჩვენ მხოლოდ იტალიასა და საქართველოზე არ ვიფიქრებთ" - რუმინეთის მწვრთნელი

04 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრები 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფში ტურნირის ბოლო ორი გათამაშების (2019 და 2023) ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა.

რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ ჟერარმა ჯგუფის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"თუ სამხრეთ აფრიკასთან სათამაშოდ ისე მოვემზადებით, თითქოს მსოფლიო ჩემპიონებთან თამაში ოცნება იყოს, ეს ნამდვილი კოშმარი იქნება! ყველა თამაში კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. უნდა შევწყვიტოთ იმის აღქმა, რომ მათთან თამაში მიღწევაა. არა, მიღწევა ის იქნება, თუ კონკურენციას გაუწევ.

თუ ხალხი ფიქრობს, რომ რუმინეთი მხოლოდ საქართველოზე და იტალიაზე გაამახვილებს ყურადღებას, ვფიქრობ, ეს სპორტისადმი უპატივცემულობაა. თუ რაგბის პატივს ვცემთ, კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ.

მე აქ ტურისტად არ ვარ, ავსტრალიაში არ მივდივარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უბრალოდ იქ ყოფნა და ტელევიზიით გამოჩენა სურთ. მინდა, ჩემმა მორაგბეებმა, რომლებსაც სათანადო დონე აქვთ, 3 თამაშისთვის თავი გაწირონ", - განაცხადა ჟერარმა.

საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან ისტორიაში 15 ურთიერთშეხვედრა აქვს ჩატარებული - 13 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. ბოლო ორი მატჩი (2024-ისა და 2025-ის მარტში) მეტოქეს ერთნაირი ანგარიშით მოვუგეთ - 43:5.

2027 წლის მსოფლიო თასზე სულ 6 ჯგუფია, თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პლეი-ოფში პირდაპირ გავა, ასევე ამავე საგზურს მიიღებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

ისტორიაში რიგით მე-11 მსოფლიო თასი ავსტრალიაში, 1-ელი ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართება.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

•ქართული

ქართული

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა
•ქართული

ქართული

VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და 2 ასისტი გააკეთა - ნონიკაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და 2 ასისტი გააკეთა - ნონიკაშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თოკო MVP გახდა - ბარსამ სტუმრად მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: თოკო MVP გახდა - ბარსამ სტუმრად მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: საქართველომ რუმინეთს მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვა

•ქართული

ქართული

VIDEO: საქართველომ რუმინეთს მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეოცედ მოიპოვა
•ქართული

ქართული

News image

08 მარ, 2026

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

News image

6 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება