• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დაბრუნება სამეფო კლუბში? მოურინიომ რეალთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია
ფეხბურთიფეხბურთი

დაბრუნება სამეფო კლუბში? მოურინიომ რეალთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და კარიერის საუკეთესო ადგილს ასახელებს.


ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პირდაპირ უპასუხა გავრცელებულ ხმებს მისი სანტიაგო ბერნაბეუზე შესაძლო დაბრუნების შესახებ. ამჟამად ბენფიკას თავკაცმა ასევე ისაუბრა თავის ემოციურ პერიოდზე რომაში და იტალიის დედაქალაქს თავისი ხანგრძლივი კარიერის გამორჩეული გარემო უწოდა.


პერესი მოურინიოს დაბრუნებას ცდილობს


ევროპის 15-გზის ჩემპიონებში ალვარო არბელოას მუშაობით უკმაყოფილოები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი თავად ცდილობს ძველი მწვრთნელის დაბრუნებას, რათა გუნდში სტაბილურობა აღადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არსებობს, ლა ლიგაში დაბრუნების შესახებ საუბრისას თავშეკავება გამოიჩინა.


მოურინიოს პასუხი მადრიდზე:


„ჩემი შემდეგი მიზანი ბენფიკას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა,“ – განაცხადა 63 წლის სპეციალისტმა Il Giornale-სთან ინტერვიუში, რითაც მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე ლისაბონში მუშაობითაა დაკავებული.

ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ჭორებსა მოურინიოს დაბრუნების შესახებ და, ასევე, მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავის, გუტის კრიტიკას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოურინიოს საუკეთესო წლები უკვე წარსულშია და პერესმა სხვა ტაქტიკური გადაწყვეტილება უნდა ეძებოს.


გუტი რეალს მოურინიოზე აფრთხილებს

რომა - მოურინიოს კარიერის „საუკეთესო ადგილი“


მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეს ტიტულები მოგებული აქვს ჩელსიში, ინტერსა და რეალში, მან მოულოდნელი აღიარება გააკეთა:

„ჩემთვის ეს იყო საუკეთესო ადგილი კარიერაში. არასდროს მიგრძვნია ასეთი წარმოუდგენელი გარემო საფეხბურთო გუნდის გარშემო. ოლიმპიკო ყოველთვის სავსე იყო. ჩემი რომა დასრულდა და არ მინდა ზედმეტი საუბარი, გარდა ერთისა, არავინ დაადანაშაულოს ფანები წარუმატებლობაში, ისინი გუნდს ყოველთვის მხარს უჭერენ.“

მოურინიომ რომას 2022 წელს კონფერენს ლიგა მოაგებინა, მომდევნო წელს კი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ამჟამად მადრიდში ვითარება დაძაბულია. არბელოა იანვარში ჩაუდგა გუნდს სათავეში ხაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, თუმცა შედეგები არადამაკმაყოფილებელია. მოურინიოს გარდა, პერესის სიაში ლიონელ სკალონი, მაურისიო პოჩეტინო და სებასტიან ჰიონესიც ფიგურირებენ.

რატომ არის მოურინიოს რეალში დაბრუნება წაუგებელი ვარიანტი?

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბენფიკა
ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სიმეონემ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე პირველად ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმეონემ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე პირველად ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალის გადამწყვეტი იმედი ბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალის გადამწყვეტი იმედი ბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ტოტენჰემის ლიდერით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ტოტენჰემის ლიდერით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსა საჩემპიონო აღლუმს ტიტულის მოპოვებისთანავე გამართავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსა საჩემპიონო აღლუმს ტიტულის მოპოვებისთანავე გამართავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 სთ წინ

სიმეონემ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე პირველად ისაუბრა

News image

19 სთ წინ

მადრიდის რეალის გადამწყვეტი იმედი ბრუნდება

News image

4 სთ წინ

ბარსელონა ტოტენჰემის ლიდერით ინტერესდება

News image

3 სთ წინ

ბარსა საჩემპიონო აღლუმს ტიტულის მოპოვებისთანავე გამართავს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება